პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზაში, ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

ღაზაში, ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური საინფორმაციო სააგენტო WAFA ავრცელებს.
პალესტინური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა იერიშები ხან-იუნისის აღმოსავლეთით და ალ-ნუსეირათის ბანაკის ტერიტორიაზე განახორციელა.
დაღუპულებს შორის ერთი ქალი და ორი ბავშვია.
თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.