ღაზაში, გაერო-ს თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 75 ადამიანი – მომხდარს იძიებს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისში მდებარე გაერო-ს თავშესაფარზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს იძიებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში გამორიცხავენ, რომ მომხდარი მათი ძალების საჰაერო ან საარტილერიო დარტყმის შედეგი იყო.
“ჩვენი ოპერატიული სისტემების შემოწმების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამორიცხა, რომ ეს ინციდენტი თავდაცვის ძალების საჰაერო ან საარტილერიო დარტყმის შედეგი იყო. მიმდინარეობს ძალების ოპერაციების საფუძვლიანი მიმოხილვა მიმდებარე ტერიტორიაზე”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში და განმარტავენ, რომ შესაძლოა, დარტყმა „ჰამასის“ მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგი იყოს.
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც 800-მდე ადამიანი აფარებდა თავს, ორი სატანკო ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა. ორგანიზაციის კომისარმა თავდასხმა ომის ძირითადი წესების აშკარა უგულებელყოფად შეაფასა.
მომხდარს -ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოეხმაურნენ. დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა თავდსხმას ”წარმოუდგენლად შემაშფოთებელი” უწოდა და განაცხადა, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა