ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზაში, გაერო-ს თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ღაზაში, გაერო-ს თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი, თომას უაითი ავრცელებს.
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 75-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
შეგახსენებთ, ღაზაში, ქალაქ ხან იუნისში მდებარე გაერო-ს თავშესაფარზე თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარში მონაწილეობა გამორიცხა და განაცხადა, რომ შენობას შესაძლოა „ჰამასის“ რაკეტა მოხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.