არქივი26 დეკემბერი, 2024, 09:36
ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა, - The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
მედიკოსების თქმით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ღაზას სექტორის ქალაქ ზეიტუნში მდებარე სახლზე თავდასხმის შედეგად.
ამასთან, ალ-ავდას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, როდესაც დარტყმა განხორციელდა ავტომობილზე, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.
ტელეკომპანია Al-Jazeera-ს ცნობით, ავტომობილი ტელეარხ Al-Quds Today-ს ეკუთვნოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.