ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ეხო კავკაზა“ - ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

„ეხო კავკაზა“ - ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლის“ ზედა სართულზე დღეს დილით მოხდა.
რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, სერგეი მენიაილოს განცხადებით, აფეთქება დრონს არ გამოუწვევია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.