ღაზადან თელ-ავივის მიმართულებით, იანვრის ბოლოდან პირველად, სარაკეტო იერიში განხორციელდა
ცენტრალური ისრაელის ნაწილებში, მათ შორის ქალაქ თელ-ავივში, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა გაისმა მას შემდეგ, რაც ქალაქის მიმართულებით, იანვრის ბოლოდან პირველად, რაკეტები გაუშვეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაფაჰიდან გაშვებულმა 8 რაკეტამ ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწია. ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ "არაერთი ჭურვი" მოიგერია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ ისრაელს რაკეტებით შეუტიეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.