ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, რაც აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც

ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, რაც აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც
„ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება წლის ბოლოდან და მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დადებითი დინამიკა აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც.
„ვფიქრობ, რომ მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება სადღაც წლის ბოლოდან, მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა. ეს დადებითად აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც და მათ შორის დადებითად აისახება ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენს წინსვლაზე. ვფიქრობ, გვექნება თვისებრივი, ძირეული ცვლილებები წლის ბოლოდან განსაკუთრებით მომავალი წლის დასაწყისში. იმედი გვაქვს, რომ უკრაინაშიც მალე დასრულდება ომი, რაც რა თქმა უნდა, საქართველოზე ზეწოლას და საქართველოსთან დაკავშირებულ რისკებს თვისებრივად შეამცირებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია