"ქუჩიდან გაიტაცა და სარდაფში იძალადა" - სოფელი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერის დასჯას ითხოვს (ვიდეო)

11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული - საზარელ დანაშაულში მხილებული 71 წლის კაცი დუმილის უფლებას იყენებს.
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც დაკავება მოხდა, ჰყვებიან, რომ კაცმა მოზარდი ქუჩიდან გაიტაცა და მასზე სარდაფში იძალადა.
ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო ძალადობის დროს სახლში 73 წლის ცოლიც იმყოფებოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ექსპერტიზა ჩაუტარდა, როგორც სავარაუდო დაზარალებულს, ასევე დაკავებულსაც.
ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარის შესახებ 11 წლის ბიჭმა სახლში დაბრუნების შემდეგ, მშობლებს უამბო. საქმეში პოლიცია გუშინვე ჩაერთო:
11 წლის ბიჭი გააუპატიურაო, ასე ამბობენ. ერთმანეთის მეზოვლები არიან. 73 წლის კაცი აზერბაიჯანელია. როგორც ამბობენ, ფაქტი გუში მ ოხდა, ქუჩაში დაუჭერია და სარდაფში ჩაუყვანია. ამ დროს მეუღლე სახლში ყოფილა" - აცხადებენ ადგილობრივებენ.
მათი თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოფელი პენიონერის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 73 წლის კაცის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.