"ქურდული სამყაროს“ წევრობა, გამოძალვა და გამოძალვაში დახმარება - ქუთაისის სასამართლომ 5 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხი, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს
ქუთაისის სასამართლომ, ორი დღის წინ დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს.
პროკურატურა მათ "ქურდული სამყაროს“ წევრობას, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებას, ერთ-ერთ მათგანს კი "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას ედავება. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს.
გამოძიების ინფორმაციით, 2500 დოლარის გამო, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა. დაკავებულთა ნაწილი დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა მათი ადვოკატები პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.