ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობაში, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებაში ბრალდებულ 5 პირს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობაში, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 2500 დოლარის გამო, დაკავებულების მიერ, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ დანაშაული თავად ბრალმდებელმა ჩაიდინა. პროკურატურა დაკავებულებისათვის პატიმრობის, ხოლო დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.