ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქურდოვანიძის თქმით, სააპელაციოში საარჩევნო სარჩელების განხილვა ხვალ 14:00 საათზე ჩაინიშნა

ქურდოვანიძის თქმით, სააპელაციოში საარჩევნო სარჩელების განხილვა ხვალ 14:00 საათზე ჩაინიშნა

საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელებს ხვალ 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საიას თავმჯდომარე წერს.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 საათზე.
ქუთაისის სააპელაციო ასევე ერთ საქმედ გაერთიანებულად იხილავს დღეს, 16:00 საათზე იწყებს განხილვას"- წერს ქურდოვანიძე.
ფარულობის დარღვევაზე არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები დღეს უნად განხილულიყო, თუმცა საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.