საია-ს ხელმძღვანელის განცხადებით, არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს ჩაინიშნა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ხვალ, 6 ნოემბერს ჩაინიშნა. სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქურდოვანიძე წერს, საია-ს საარჩევნო ყველა დავა ერთ საქმედ გაერთიანდა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 საათზე. ქუთაისის სააპელაციო ასევე ერთ საქმედ გაერთიანებულად იხილავს – დღეს, 16:00 საათზე იწყებს განხილვას“, – წერს ქურდოვანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო