არქივი26 ივნისი, 2024, 19:06
ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - დატბორილია ქუჩები
ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები. სტიქიის შედეგად ასევე, დაიტბორა რამდენიმე სახლის პირველი სართული.
გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს.
ქალაქში რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს. წვიმამ მსგავსი პრობლემები შექმნა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.