ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა - დატბორილია ქუჩები და კორპუსების სარფადები, დაზიანებულია ავტომობილები

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა.
წყალმა სრულად დატბორა ბუხაიძის ქუჩა.
ადგილობრივების თქმით, მოვარდნილი ნალექის შედეგად, სრულიად დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, ასევე, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები.
ამ დროისთვის, მოსახლეობის ნაწილს არ მოწოდება ელექტროენერგია.
წვიმამ პრობლემები შექმნა სხვა ქუჩებზეც. სტიქიის ზონებში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.