არქივი4 ოქტომბერი, 2025, 08:42
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა - #59-ე საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. #59-ე საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
თვითმმართველობის არჩევნებზე ქალაქში 152 939 მოქალაქე გააკეთებს საკუთარ არჩევანს. გახსნილია 77 საარჩევნო უბანი, მათ შორის 1 უბანი ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაშია განთავსებული.
ქუთაისში მერობის 3 კანდიდატია რეგისტრირებული.
რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში საკუთარ არჩევანს დღეს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გააკეთებს.
იმერეთში 400 - ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.