ქუთაისში, მოსამართლე მალხაზ ოქროპირიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ჟურნალისტები და აქტივისტები სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირიშვილის სახლთან მივიდნენ.
მათ საიათნოვას ქუჩაზე პლაკატებით და შეძახილებით გადაინაცვლეს.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – ამ მოწოდებით მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
მათი თქმით, მალხაზ ოქროპირიშვილის გადაწყვეტილებით, არ მოხდა დაკავებული ჟურნალისტის საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვა, რის გამოც მზია ამაღლობელი პატიმრობაში დარჩა.
შეკრებილების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოში ყველა ინსტანციაში საქმის განხილვა დასრულებულია და მათივე შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან ის შიმშილობს.
ადგილზე მყოფების თქმით, ყველა მოსამართლის სახლთან მივლენ, რომელთა გადაწყვეტილებითაც ამაღლობელი პატიმრობაში დარჩა და ამ ფორმით გააგებინებენ, საზოგადოებას მოსამართლეთა არასწორ გადაწყვეტილებას.
ქუთაისში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მერიასთან იყვნენ შეკრებილი, სადაც საჯარო ლექცია გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)