ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში, კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 30 წლამდე მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 30 წლამდე მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას ერთი პირი ემსხვერპლა.

გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი. მისი ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.

კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ასრულებს. იოსელიანის ქუჩაზე რჩებიან მაშველები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.