ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში, კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟისას, ინციდენტის დროს დაკავებული პირი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს

ქუთაისის ცენტრში, კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟისას, ინციდენტის დროს დაკავებული პირი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.
სამართალდამცველებმა ის გუშინ დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავდათ მოთავსებული.
კაფე-ბარი "სავანე" აღსრულების პოლიციამ გუშინ დაანგრია. საზოგადოების ნაწილს დემონტაჟთან დაკავშირებით პროტესტი ჰქონდა. ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.