არქივი27 დეკემბერი, 2023, 11:14
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სადაც კაფე "სავანეს" დემონტაჟი მიმდინარეობს, ხმაურია - ადგილზე აღსრულების პოლიცია შევიდა
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სადაც კაფე "სავანეს" დემონტაჟი მიმდინარეობს, ხმაურია. ადგილზე აღსრულების პოლიცია შევიდა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ისინი აღნიშნული კაფეს დემონტაჟს უკეთებენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების საფუძველზე, პოლიციამ 1 პირი დააკავა.
კაფეს მფლობელებსა და და მერიას შორის დავა წლებია გრძელდება. საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დავა მერიის სასარგებლოდ გადაწყვიტა, გადაწყვეტილების თანახმად, კაფის დემონტაჟი დღეს დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.