ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა მიმდინარეობს

ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა მიმდინარეობს

ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა მიმდინარეობს. ზუგდიდის ქუჩაზე, ტყეშელაშვილების ოჯახში სამართალდამცველები დილიდან გამოჩნდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ უთხრეს, რომ ჩხრეკა ე.წ. ქოლ ცენტრს უკავშირდება.
როგორც ვალერი ტყეშელაშვილი აცხადებს, მათ „ქოლ ცენტრებთან“ შეხება არ აქვთ, საგანმანათლებლო და სხვა კომპანიები აქვთ და ვარაუდობენ, რომ ჩხრეკა მათ ოპოზიციურ განწყობას უკავშირდება. მისი თქმით, რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებულია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.