არქივი24 ოქტომბერი, 2024, 10:54
ნონიაშვილი: ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება, მიაქვთ ლეპტოპები

ფედერალისტების წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
როგორც ნონიაშვილი Facebook-ზე წერს, სახლიდან კომპიტერული ტექნიკა მიაქვთ.
"ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი - Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფო [გელავა]", - აღნიშნავს ნონიაშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.