ქუთაისში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა

ქუთაისში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის და წითელი ხიდების მიმდებარედ შეიკრიბნენ და „ერთობის ჯაჭვში“ ჩაებნენ და ამ ფორმით, ერთთვიან უწყვეტ აქციას შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
„მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოში გაერთიანება შეგვიძლია. დღეს სიმბოლურად ვიკრიბებით, რუსთაველის და წითელ ხიდებზე. ხიდი არის როგორც გამაერთიანებელი წარსულის და აწმყოსი და ჩვენც ამიტომ ხიდებთან მოვაწყვეთ „ერთობის ჯაჭვი“. ამ ფორმით გრძელდება უწყვეტი პროტესტი, უცვლელი მოთხოვნებით. იმედი მაქვს, რომ გაერთიანდება ქვეყანა ამ მოთხოვნების გარშემო, გათავისუფლდებიან დაკავებულები და დაინიშნება ახალი არჩევნები”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?