ერთობის ჯაჭვი საქართველოში – ფოტო/ვიდეო

დღეს, 28 დეკემბერს საქართველოს სხვა ქალაქებში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა. მოქალაქეები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში ხიდებთან შეიკრიბნენ და ერთობის ჯაჭვი შეკრეს საყოველთაო პროტესტის დაწყებიდან 31-ე დღეს.
ერთობის ჯაჭვში მონაწილეობა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო – ის ზაალბრუკენის მოედანთან, მშრალ ხიდთან შეუერთდა მოქალაქეებს.
მოქალაქეების ერთობის გამომხატველი ჯაჭვის დროს დიდი ოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. მათ პრაქტიკულად “პარალელური ჯაჭვი” ჰქონდათ:
მოქალაქეების ერთობის ჯაჭვი და პოლიციის “ჯაჭვი”. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი
მოქალაქეები თბილისში ცოცხალი ჯაჭვის შესაკრავად სხვადასხვა ხიდზე განლაგდნენ: მეტეხის ხიდი, მშვიდობის ხიდი, ბარათაშვილის ხიდი, ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი, გალაქტიონის, ვახუშტის და თამარ მეფის ხიდები – საბოლოოდ კი მსვლელობა მოაწყვეს და ისევ პარლამენტთან მივიდნენ.

ერთობის ჯაჭვი გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც:
ქუთაისი:
ბათუმი:
27 დეკემბერს აშშ-მა “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა “რუსეთის სასარგებლოდ” დემოკრატიის ხელყოფისთვის.
29 დეკემბერს “ოცნება” მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გეგმავს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ქვეყანაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ