არქივი28 დეკემბერი, 2024, 16:39
ქუთაისში „ერთობის ჯაჭვის“ მონაწილეები მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, „რუსებო", „მონებო“ - სკანდირებენ ისინი

ქუთაისში „ერთობის ჯაჭვის“ მონაწილეებმა მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.
„რუსებო", „მონებო“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთისთვის ხელშეწყობის და დემოკრატიის დაზიანების გამო დაასანქცირა. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
ქუთაისში პროტესტი 31-ე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.