არქივი15 თებერვალი, 2024, 18:10
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა - ქვეითად მოსიარულეებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.