არქივი9 თებერვალი, 2024, 11:55
საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი ემსხვერპლა
საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი ემსხვერპლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
„ენერგო პრო ჯორჯია“ გამოძიებასთან თანამშრომლობს“, - აცხადებენ კომპანიაში.
არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი იმერეთში, საჩხერის რაიონში სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად იყო გაგზავნილი.
სამუშაოების შესრულებისას ელექტრობოძი გადატყდა, რასაც 50 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.