არქივი4 მაისი, 2024, 16:08
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, 7 პირი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.