გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი 31 წლის ქალი ემსხვერპლა, დაშავებულია ბავშვი
გორში მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი.
სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის შენარჩუნება ვერ შეძლო - მანქანა დაგორდა და ქვემოთ მდგარ დედა-შვილს დაეჯახა.
მძიმე დაზიანებით ჰოსპიტალიზებული 31 წლის ქალი კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულ მცირეწლოვანს ბავშვს გადაუდებელი დახმარება გაეწია - ის ამჟამად გადაყვანილია თბილისში.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მიმდინარეობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.