ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისი-ბარსელონას რეისი ქუთაისის აეროპორტში ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ შეტყობინების გამო დააბრუნეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ქუთაისი- ბარსელონას რეისის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის გამო მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.