ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისის მერი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ვულოცავ დაბადების დღეს!
ცხრა ათეულ წელზე მეტია, რაც საქართველოს, მთელ ქრისტიანულ სამყაროს გვყავს ეს ღვთის კაცი, რომელიც ქვეყანას, ადამიანებს სიყვარულით, სიბრძნით და სიკეთით ემსახურება.
უდიდესია მისი ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების აღორძინებასა და განმტკიცებაში.
დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!" , - ნათქვამია ქუთაისის მერის მილოცვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.