ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს

ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს

ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები კვლავ მერიასთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა მერიასთან გალიაში ჩასმული ბიძინა ივანიშვილის ფიტული წარწერით: " რაც გინდათ, ის დაუძახეთ", მიიტანეს
როგორც შეკრებილები ამბობენ, არ შეეგუებიან „ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და ქვეყნის გარუსებას“. ისინი, ასევე, გამოეხმაურნენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას და განაცხადეს, რომ ეს „ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებია“.
მათ მსვლელობით ბაგრატის ტაძართან გადაინაცვლეს, მსვლელობა სხვა ქუჩაზე გაგრძელდება.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.