არქივი9 დეკემბერი, 2024, 08:53
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ზვიად ხარაზიშვილის, იგივე, „ხარებას“ ფიტული დაწვეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ზვიად ხარაზიშვილის, იგივე, ხარებას ფიტული მიიტანეს და დემონსტრაციულად დაწვეს.
ეს აქციაზე ფიტულის დაწვის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ დღეებში მომიტინგეებმა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფიტული დაწვეს.
მომიტინგეები პერიოდულად პარლამენტის წინა მხარეს დამაგრებულ ჯებირებზე აბრახუნებენ და ხმაურით გამოხატავენ პროტესტს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.