ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისის აეროპორტი 300 მიუსაფარი ძაღლის ტერიტორიიდან გასაყვანად ტენდერს აცხადებს

ქუთაისის აეროპორტი 300 მიუსაფარი ძაღლის ტერიტორიიდან გასაყვანად ტენდერს აცხადებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 44 110 ლარს გადაიხდის 1 წლის განმავლობაში 300 მიუსაფარი ძაღლის აეროპორტის ტერიტორიიდან გასაყვანად.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება უნდა განხორციელდეს ჰუმანური/უმტკივნეულო მეთოდით, ამ სფეროში არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების სრული დაცვით და დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკით.
აუცილებელი პირობა არის, რომ მიმწოდებელმა აეროპორტის ტერიტორიიდან გაყვანილი ძაღლი არ უნდა დააბრუნოს უშუალოდ აეროპორტის ტერიტორიაზე.
მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემსყიდველის შეტყობინებიდან 1 (ერთი) დღის ვადაში.
წინადადებების მიღება 3 მარტს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.