ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდთოვლობის გამო ბათუმის აეროპორტის რეისებს ქუთაისის აეროპორტი იღებს - UAG

დიდთოვლობის გამო ბათუმის აეროპორტის რეისებს ქუთაისის აეროპორტი იღებს - UAG

გაერთიანების თანახმად, აეროპორტი შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს.
„მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს“, - იუწყება აეროპორტების გაერთიანება.
სახელმწიფო კომპანიის თანახმად, დღეს საღამოს, 24 თებერვალს, ისრაელის ავიაკომპანია EL Al-ის კუთვნილი ხომალდი ბათუმის ნაცვლად რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელ-ავივში ქუთაისიდან გაფრინდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ასევე იუწყება, რომ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.
გაერთიანების ცნობით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტის სამსახურები „საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ“, ასევე, „სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები“.
დღეს, 24 თებერვალს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში შეჩერდა სასწავლო პროცესი - მიზეზი უამინდობა და დიდთოვლობაა.
აჭარის განათლების სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება დღეს დილით მიიღეს.
სწავლა შეჩერდა ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.