ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუვეითზე, კატარსა და ბაჰრეინზე რაკეტებითა და დრონებით შეტევა განხორციელდა

ქუვეითზე, კატარსა და ბაჰრეინზე რაკეტებითა და დრონებით შეტევა განხორციელდა

სპარსეთის ყურის ქვეყნები თავდასხმის ქვეშ იმყოფებიან, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო შეტევა მოიგერია.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, ირანის თავდასხმის შედეგად ბავშვი დაიჭრა. სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით დაშავდა. ირანს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია.

ქუვეითის ინფორმაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტებსა და დრონებს იგერიებდა.

სირენები ამოქმედდა ბაჰრეინში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.