Wildberries-ის დამფუძნებელი – რუსეთის ქალაქებში, კრასნოდარსა და ნევინომისკში ჩვენს ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმა განხორციელდა, არიან დაშავებულები

რუსეთის ქალაქებში, კრასნოდარსა და ნევინომისკში, მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ტატიანა კიმმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.

„კრასნოდარსა და ნევინომისკში მდებარე ჩვენს ლოგისტიკურ ცენტრებზე წუხელ თავდასხმა განხორციელდა. ვთანამშრომლობთ შესაბამის სამსახურებთან შედეგების აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა ტატიანა კიმმა.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”