8
ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი:
ამას მართლა ჰგონია, რომ ბნელა. ქოცები კი სიამოვნებით შესჭამენ ამ ტყუილს, მაგრამ აი, რა ხდება დანიაში პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტების ფაქტზე.
დანიაში, ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე რეაგირებას დანიის პოლიციის საჩივრების დამოუკიდებელი ორგანო (DUP) ახდენს, რომელიც პოლიციელების მიერ კანონდარღვევის ან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებს დამოუკიდებლად იძიებს. 13 მაისს, კოპენჰაგენში, პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქმის შესწავლა ოფიციალურად უკვე დაიწყო. დანიის პოლიციის საჩივრების დამოუკიდებელმა ორგანომ (DUP) დაადასტურა, რომ უკვე მიიღო რამდენიმე ოფიციალური მიმართვა და საჩივარი. მოკლედ, გამოძიება დაწყებულია.
წყარო-დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ცნობისთვის, ქართული ოცნების გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, განაცხადა:
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვნახეთ გადამეტებული ძალადობა პოლიციის მხრიდან, მაგრამ იქ საქმე არ აღძრულა… რეაგირება არის მყისიერი.
