ქოჩორაშვილმა წიტაიშვილის "გრანადას" გაუტანა - "ლევანტე" მეორე ადგილზე გადავიდა [VIDEO]
![ქოჩორაშვილმა წიტაიშვილის "გრანადას" გაუტანა - "ლევანტე" მეორე ადგილზე გადავიდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/10/b4c9397b87787d08d683e0625720f839-C71ruk.jpeg)
სეგუნდა დივიზიონის მეთორმეტე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე „გრანადა“ 2:1 დაამარცხა.
სტუმრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. მასპინძელთა რიგებში გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში იყო და შესვენებაზე შეცვალეს.
შეფასებები - ქოჩორაშვილი: flashscore 7.7, sofascore 7.6. წიტაიშვილი: flashscore 6.7, sofascore 6.5.
„ლევანტე“ 21 ქულით მეორე ადგილზეა, „გრანადა“ კი 19 ქულით მეექვსეზე. ეს გუნდები მომდევნო შეხვედრებს 30 ოქტომბერს თასზე გასვლაზე ჩაატარებენ - „გრანადა“ „კორტესს“, ხოლო ლევანტე“ „პონტევედრას“ დაუპირისპირდება.
გრანადა - ლევანტე 1:2
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.