არქივი28 ოქტომბერი, 2024, 02:51
ქოჩორაშვილმა წიტაიშვილის "გრანადას" გაუტანა - "ლევანტე" მეორე ადგილზე გადავიდა

სეგუნდა დივიზიონის მეთორმეტე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე „გრანადა“ 2:1 დაამარცხა.
სტუმრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. მასპინძელთა რიგებში გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში იყო და შესვენებაზე შეცვალეს.
„ლევანტე“ 21 ქულით მეორე ადგილზეა, „გრანადა“ კი 19 ქულით მეექვსეზე. ეს გუნდები მომდევნო შეხვედრებს 30 ოქტომბერს თასზე გასვლაზე ჩაატარებენ - „გრანადა“ „კორტესს“, ხოლო ლევანტე“ „პონტევედრას“ დაუპირისპირდება.
გრანადა - ლევანტე 1:2
გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (18), 0:2 მარტინესი (31), 1:2 სანჩესი (58)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.