ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების გულია, მიქაუტაძე კი საქართველოს ნაკრების მეორე სუპერვარსკვლავი” – მსოფლიო მედია

“ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების გულია, მიქაუტაძე კი საქართველოს ნაკრების მეორე სუპერვარსკვლავია, რომელიც ესპანეთის ჩამოგდებას და ევრო 2024-ზე კიდევ ერთი შოკის მოხდენას ისახავს მიზნად”.
“კვარა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მას ძალიან დაეხმარა მიქაუტაძე. კიტეიშვილის დაბრუნებამ კი ნაკრებს ის ხარისხი შესძინა, რაც კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან სჭირდებოდათ” – ასეთია გამოხმაურებები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე, რომლებიც ახლა უცხოური მედიების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტები არიან.
ქართველ ფეხბურთელებზე საუბრობენ ყოფილი ფეხბურთელებიც და აღიარებენ რომ საქართველოს ნაკრები ამ ჩემპიონატის მთავარი სენსაციაა – ასე შეაფასეს ბიჭების თამაში სლოვაკეთისა და გერმანიის გუნდის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელებმა კევინ კურანმა და მარტინ იაკუბკომ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.