აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ – მინდა მოგილოცოთ ქართველ ხალხს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
როგორც ჯეიჰუნ ბაირამოვმა თავის ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ისტორიული მიღწევა იყო.
„პირადად ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის საქართველოში ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა და ეს დამატებით უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ვიზიტს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ. ისტორიული გამარჯვება ის იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, დღეს კი ჩვენ არაჩვეულებრივი შედეგი ვნახეთ, როდესაც საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ძალიან სასიამოვნო თამაში ვნახეთ. დღეს, როდესაც თბილისში ჩამოვედი, აეროპორტიდან დაწყებული ქალაქში მოსვლამდე, ყველგან ეს ატმოსფერო იგრძნობოდა. მინდა მოგილოცოთ თქვენ და მთლიანად ქართველ ხალხს“,-განაცხადა ბაირამოვმა.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. 30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?