ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქოჩორაშვილის შესანიშნავი საგოლე პასი - "ლევანტე" "ეიბართან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ქოჩორაშვილის შესანიშნავი საგოლე პასი - "ლევანტე" "ეიბართან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

სეგუნდა დივიზიონის მესამე ტურში „ეიბარისა“ და „ლევანტეს“ მატჩი 2:2 დასრულდა.
სტუმრები დებიუტში როჟე ბრუგუის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც ჩინებული გადაცემა გიორგი ქოჩორაშვილმა გაუკეთა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანტონიო პუერტასმა ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ ბრუგუის პასით ივან რომერომ „ლევანტე“ წინა გაიყვანა, თუმცა კომპენსირებულ დროში პუერტასმა დუბლი შეასრულა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
ქოჩორაშვილი 75-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მ 7.2 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი 7.1-ით. გიორგი ხვალ საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
„ლევანტე“ 5 ქულით მეექვსე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 8 სექტემბერს გასვლაზე „კარტახენასთან“ ქართველის გარეშე ჩაატარებს.
ეიბარი - ლევანტე 1:1
გოლები: 0:1 ბრუგუი (4), 1:1 პუერტასი (47), 1:2 რომერო (79), 2:2 პუერტასი (90+2)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.