ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვალენსია" კაცნალულ "ვილიარეალთან" ფრეს დასჯერდა - მამარდაშვილის შეფასებები

"ვალენსია" კაცნალულ "ვილიარეალთან" ფრეს დასჯერდა - მამარდაშვილის შეფასებები

ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსია“ სახლში „ვილიარეალს“ დაუზავდა - 1:1.
მასპინძლები დურომ დააწინაურა, მაგრამ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში პერესმა ანგარიში გაათანაბრა. 68-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა ნახევარმცველმა გუიემ და სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ. „ღამურები“ შტურმზე გადავიდნენ, რიოხამ ბურთი ძელს გაარტყა, კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ 1:1.
„მასპინძელთა გუნდის მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.6, sofascore. 6.5, whoscored 5.9.
„ვალენსიამ“ სამი წაგების შემდეგ ფრეს დასჯერდა, 1 ქულით აუტსაიდერია და 15 სექტემბერს მადრიდში „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია - ვილიარეალი 1:1
გოლები: 1:0 დურო (24), 1:1 პერესი (45+3)
გაძევება: გუიე (68)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.