ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქობულეთში საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

ქობულეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით მიმდინარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი დაიხურა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა მიმართეს.
„ბანაკის მონაწილეებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
ახალგაზრდებთან შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, ნინო ლობჟანიძე და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური პროგრამის მენეჯერი, ანი კუდუხაშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ბანაკის მონაწილეები საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით დადგმულ სპექტაკლს „ისტორიის გაკვეთილი“ დაესწრნენ.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული „საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკების“ მიზანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში განათლების დონის ამაღლება და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა.
აღნიშნული პროექტი აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.