ვარშავაში, ქართულ – პოლონურ საკვირაო სკოლაში ღონისძიება გაიმართა

ვარშავაში, ქართულ – პოლონურ საკვირაო სკოლაში გაიმართა ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ღონისძიების ფარგლებში სკოლის მასწავლებელმა ლალი ყრუაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი, რომლის დროსაც ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღის მნიშვნელობა და ისტორია გააცნო. სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში წაიკითხეს ქართული ლექსები.
ღონისძიების ბოლოს ქართულ-პოლონური მეგობრობის სახელით სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრები და დიპლომები ვარშავაში არსებულ ქართულ – პოლონურ საკვირაო სკოლაში აქტიური ჩართულობისათვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, პოლონეთში საქართველოს საელჩომ ვარშავაში არსებულ ქართულ-პოლონურ საკვირაო სკოლის მოსწავლეებს დიასპორისთვის სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ