არქივი11 დეკემბერი, 2023, 20:10
ქობულეთში პიროტექნიკის აფეთქებისას მოზარდი დაშავდა
ქობულეთში, ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 12 წლამდე ბავშვი მძიმედ დაშავდა.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” ადგილობრივებმა განაცხადეს, მოზარდს სხეულზე დამწვრობა აღენიშნება, დაშავებული ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
არსებული ინფორმაციით, მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა ბენზინის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.