რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გიმნაზიაში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწეზე, ალექსეი კუზნეცოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაშავებულები საშუალო სიმძიმით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ”, – განაცხადა კუზნეცოვმა.
საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით, სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი 14 წლის გოგონამ მიიტანა და თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. მედიის ინფორმაციით, გოგონას მამა მოწმის სახით იკითხება.
სისხლის სამართლის საქმე ორი ან მეტი პირის მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო