ქილიკის საგანია, რომ “ნაცმოძრაობა” იშლება, მაგრამ, რეალურად, ეს ხალხი არსად მიდის და გარედან დაკვეთას ელოდება – მიხეილ ყაველაშვილი

“სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირველი პროტესტი გამოვხატეთ მაშინ, როცა დავინახეთ, რომ მან “ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთ სიბრტყეზე დააყენა,” – ამის შესახებ მედიასთან “ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
“სალომე ზურაბიშვილმა თავისი არაადეკვატური ქცევით დაგვანახა, რომ ის „ნაცმოძრაობამ“ გადაიბირა. შემდეგ ნიკა გვარამია შეიწყალა, ახლა კი უკვე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც მოითხოვენ მისგან. ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მოვუწოდებთ, რომ ფხიზლად იყოს.
ქილიკის საგანია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ იშლება, მაგრამ, რეალურად, ეს ხალხი არსად მიდის და გარედან დაკვეთას ელოდება. დამკვეთებიც ხედავენ, რომ აქ ხელისუფლების ცვლილებას ვერ მიაღწიეს და ახლა არჩევნებამდე შეეცდებიან კიდევ პროვოკაციებს – სხვადასხვა პარტიის გაერთიანებას, რომლებიც, სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ეს ნანახი გვაქვს, ფხიზლად ვართ, მაგრამ კიდევ უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ. „ხალხის ძალა“ კვლავ მეტ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. მეორე ფრონტის საფრთხე არსად წასულა. მშვიდობა არაფრის დიდებით არ უნდა დავთმოთ,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული