“ნაცმოძრაობა” იშლება, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი, არის ასეთი გეგმა, “ნაცმოძრაობა” დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ – ირაკლი კობახიძე

“ნაცმოძრაობა” იშლება და ჩვენი დაკვირვებით, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. მე მგონია, რომ ეს არის ის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი. არის ასეთი გეგმა, რომ “ნაცმოძრაობა” ქვევით დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კეზერაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, იქიდან გამომდინარე, რომ ის აფინანსებს “ნაცმოძრაობას”.
“შესაბამისად, სწორედ ამას უკავშირდება “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე ისეთი ოდიოზური ფიგურის არჩევა, როგორიც არის ხაბეიშვილი. დანარჩენი პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია პარტიის დაშლასთან, მიზანმიმართული პროცესია, რომლის მიზანია, დაბლა დაწიონ პარტია “ნაცმოძრაობა”, რათა გააძლიერონ “ნაცმოძრაობის” სხვა ფრთა, რომელსაც არ ჰქვია “ნაცმოძრაობა”.
ძირითადად ეს არის ის ბლოკი, რაზეც გვქონდა საუბარი. აქ შედიან სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, ხაზარაძე, გახარია, სავარაუდო ერთობა ასე გამოიყურება, თუმცა ეს პროცესი განწირულია წარუმატებლობისთვის. “ნაცმოძრაობა” არის “ნაცმოძრაობა”, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” რომელი პარტიებისგან შედგება, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ, შესაკრებთა გადანაცვლებით საბოლოო ჯამში, ვერაფერი ვერ შეიცვლება, ვერ შეიცვლება ის ჯამი, რასაც ჰქვია კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, რადიკალური ოპოზიცია. კეზერაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, იქიდან გამომდინარე, რომ ის აფინანსებს “ნაცმოძრაობას”. ნაცვლად იმისა, რომ მან დააფინანსოს პარტიის გაძლიერება, სინამდვილეში, მიზანმიმართულად აფინანსებს პარტიის დაშლას, ამ კუთხით ის ასრულებს უბრალოდ დავალებას,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული