ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები დღეს აინთება

„თბილისი-ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები დღეს, საღამოს 8 საათზე აინთება. დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის პროცესი დასრულებულია, ჩატარდა ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გენერალური რეპეტიციაც. საღამოზე წარმოდგენილი იქნება შობის ვარსკვლავის დაბადების ისტორია და გაიმართება კონცერტი.
თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვან სანახაობას ჰპირდება. რაც შეეხება საახალწლო სოფელს, ის ხვალ 16 დეკემბერს ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე გაიხსნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.